გორის ციხე

გორის ციხე მდებარეობს ქალაქ გორში, სტრატეგიულ კლდოვან გორაკზე,  გორის ციხეზე სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენა შეიმჩნევა, მაგრამ ძველი კვალი თითქმის სულ წაშლილია, თუმცა მის აღდგენას ახლო მომავალში აპირებენ.
1946 წელს  ჩამოიშალა ჩრდილოეთის ფერდობის ნაწილი, რომელმაც ახალ აღმოჩენას დაუდო საფუძველი. კერძოდ აღმოჩნდა ანტიკური კედლის ნაშთი. იგი დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით.
ამჟამად გორის ციხისგან გადარჩენილია მხოლოდ ის ნაშთები, რომლებიც გადაურჩა 1920 წლის მიწისძვრას.
ციხის კედლები კლდოვანი გორაკს მიუყვება, რის გამოც მას უსწორმასწორო ფორმა აქვს. ციხე საკმაოდ არის წაგრძელებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე. მდინარე ლიახვი, რომელიც მის შორიახლოს მიედინება, წინათ გორაკის აღმოსავლეთი მხარის სიახლოვის იყო. ეს კარგად გამოუყენებიათ ციხის მშენებლებს და სიმაგრის კედლები მდინარემდე ჩამოუყვანიათ. ასე არის ნაჩვენები იტალიელი მისიონერის ქრისტეფორე კასტელის მიერ, 1633 წელს შესრულებულ ნახატზე.

ციხის ნაშთებიდან უკეთაა შენახული დასავლეთით მდებარე ნაწილი, რომელსაც ადგილობრივები ცხრაკარას უწოდებენ. მისი კედლები სიგანით 12-13 მეტრია და ექვსი განივი კედლითაა გადაღობილი. ეს მხარე კარგად ყოფილა გამაგრებული.  ცხრაკარა მდინარის ხეობამდე ჩადიოდა, ამიტომ მას გარდა თავდაცვითი ფუნქციისა საყოფაცხოვრებო ფუნქცია ენიჭებოდა. სწორედ ამ ადგილიდან მარაგდებოდა ციხე წყლით. აქ იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც ხეობაში ჩადიოდა. ციხეს გააჩნდა ორი წყალსაცავი, ერღი ციტადელის შუა ნაწილში და მეორე ცხრაკარაში.

გორის შესახებ ცნობებს პირველდ დავით აღმაშენებლის დროს ვხვდებით, თუმცა გვხვდება       ისტორიულ წყაროები  სადაც გორს პირველად  VII საუკუნეში იხსენიება. გადმოცემის მიხედვით სტეფანოზ ერისმთავარის შვილმა არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძი სწორედ გორში გადამალა.

395541_311854832191595_847775314_n

გორის შესახებ შედარებით მეტი ცნობები მოგვეპოვება XIII საუკუნის ბოლოდან, როდესაც, მონღოლებთან ბრძოლით დასუსტებულ საქართველოს კავკასიის გაღმა მცხოვრები ოსებიც გაუთამამდნენ და გორი აიღეს. ქართველებმა არაერთხელ შეუტიეს, მაგრამ მონროლების დახმარებით გამაგრებული ციხის აღება ვერ მოახერხეს. ოსები გორიდან გიორგი ბრწყინვალემ განდევნა სამ წლიანი ალყის შედეგად.   1474 წელს გორი ნახა სპარსეთში მიმავალმა ვენეციელმა კონტარინიმ. მისი თქმით, აქ ხის ციხე მდგარა. იგი ქართველებს დროებით აუშენებიათ. იმავე ხანებში საქართველოს დიდი ჯარით შემოესია ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი, რომელმაც აიღო თბილისი და გორი. 1479 წელს კი კონსტანტინე II სხვა ციხეებთან ერთად გორიც დაიბრუნა და ყველგან თავისი მეციხოვნეები ჩააყენა.

314786_259513124092433_1302822709_n

დღესაც გორის ციხე უამრავ საიდუმოს მალავს,რომელიც ალბათ მალე მიეცემა დღის სინათლეს. გაზაფხულზე იგეგმება გორის ციხის რესტავრაცია.558586_403644416356740_385023906_n

1 thoughts on “გორის ციხე

Leave a reply to kim კომენტარის გაუქმება