არათეატრალური პერფორმანსი…

       არათეატრალური პერფორმანსი თეატრის დიდ

დარბაზში

27 იანვარს, გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ ორგანიზებით გ. ერისთავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში, არათეატრალური პერფორმანსი გაიმართა. პროზა/პოეზია/მუსიკა – ყველაფერი ერთად, ერთ სივრცეში სტუმრებისთვის, მათივე მონაწილეობით.

DSC04119

პერფორმანსში ჩართვა ნებისმიერ სტუმარს შეეძლო და ასეც მოხდა – ერთმანეთის მონაცვლეობით, მუსიკის ფონზე კითხულობდნენ ფრანც კაფკას „განაჩენს“, საკუთარ და სხვის ლექსებს…

???????????????????????????????

ღონისძიების მიზანი იყო გორელი ახალგაზრდების კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და თეატრის მხარდაჭერა.

ათ წელზე მეტია თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, სპექტაკლები მხოლოდ მცირე დარბაზში მიმდინარეობს, თუმცა იმის მიუხედავად რომ შენობა დაზიანებული იყო, თეატრალურ დასს და ადმინისტრაციას არასოდეს შეუწყვეტია სამუშაო პროცესი. ასეთი პირობების მიუხედავად, მათ შეძლეს, რომ მრავალფეროვანი რეპერტუარი ჰქონოდათ.
დღესდღეობით თეატრი თითქმის ერთადერთი ადგილია ქალაქში მათთვის, ვინც კულტურული ცხოვრებითაა დაინტერესებული.

გასული წლის ბოლოს როგორც იქნა დაიწყო შენობის რემონტი, ჩვენი პერფორმანსით გამოვეხმაურეთ ამ ფაქტს და მხარდაჭერა გამოვხატეთ თეატრის მიმართ, უბრალოდ გვინდოდა გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ წლების მანძილზე ეს ადამიანები სწორედ ასეთ პირობებში მუშაობდნენ და ცდილობდნენ გორელი ახალგაზრდების კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

dsc04111

DSC04254
უღრმესი მადლობა თეატრის ადმინისტრაციას და ყველა სტუმარს.

DSC04138

DSC04221

Advertisements

One thought on “არათეატრალური პერფორმანსი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s