“საჭესთან ფხიზლად!”

2013 წლის 15 თებერვალს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გაუძღვა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი – მაია ქობალია. ღონისძიება ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ხოლო კამპანიის გენერალური სპონსორია – კომპანია „ნატახტარი“, დონორები – სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
კამპანია „საჭესთან ფხიზლად!“, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის (UN Decade of Action for Road Safety 2011-2020) აღნიშვნის დღეს გაიხსნა, მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას.
ყოველწლიურად მსოფლიო გზებზე 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება, 50 მილიონამდე ადამიანი კი იღებს მძიმე ტრავმას, ხოლო 15-44 წლამდე ადამიანებში სიკვდილიანობის და საგზაო მოძრაოის ტრავმების მიხედვით დღესაც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ამ ავტოკატასტროფების 93% მთლიანად ან ნაწილობრივ მძღოლის შეცდომის, ინტოქსიკაციისა და სხვა ადამიანური ფაქტორების ბრალია. სწორედ იმიტომ საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ახალგაზრდა მძღოლებთან საუბარი მათ კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ავტოავარიებში დაზარალებულ პირებზე მომზადებული და ნასვამობასთან დაკავშირებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება მოეწყო, ასევე სოციალურ-საგანმანათლებლო კამპანიის ”საჭესთან ფხიზლად!” პრეზენტაცია;
საინტერესო და აქტიური დისკუსია გაიმართა შეხვედრის მონაწილეებს შორის გორში და ზოგადად, საქართველოში არსებულ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.

80vei 24291_420300464725381_210590865_n 155274_420300068058754_1661385403_n 377577_420304538058307_814673165_n 521354_420300314725396_594725171_n 559683_420306068058154_551665139_n 563512_420300648058696_779994753_n

Advertisements

One thought on ““საჭესთან ფხიზლად!”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s