კონფლიქტების მართვა

2013 წლის 15 მარტს ა/ო ქართლოსის ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი (კონფლიქტების მართვა, მედიაცია), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და საჯარო სკოლის მოსწავლეეები. შეხვედრა შეეხებოდა ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ახალგაზრდულ დიალოგს და ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ხსენებული ფორმატის შესახებ. შეხვედრას უძღვებოდნენ ქართლოსის თავმჯდომარე მეგი ბიბილური და კონფლიქტების მართვის კოორდინატორი გიორგი სტეფნაძე რომელიც ჩართულია ახალგაზრდული დიალოგის პროცესში დაახლოებით 3 წელია. ახალგაზრდებთან შეხვედრა მიზნად ისახავდა, მათ უფრო მეტად დაინტერესებას ქართულ ოსური დიალოგის ფორმატის შესახებ, ასევე ინფორმაციის დეტალურად მიწოდებას პროცესისა და ვითარების შესახებ და ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა საფეხურზეა არსებული ახალგაზრდული დიალოგი. ახალგაზრდებთან შეხვედრა ინტერაქციული გამოდგა. აღსანიშნავია მათი დაინტერესება და შეკითხვები, რომელიც შეეხებოდა, ზოგად მდგომარეობას ცხინვალის რეგიონში, აგრეთვე მათი მხრიდან ქართველი და ოსი ახალგაზრდების პიროვნულ ურთიერთდამოკიდებულებას, დიალოგზე განხილულ საკითხებს, სტერეოტიპების არსებობას საზოგადოების ორივე მხარეს(მტრის ხატი), სოციალურ მდგომარეობას ცხინვალის რეგიონში… შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს , წარმოადგენდა, აგრეთვე აღნიშნული ახალგაზრდებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება დიალოგის მიმდინარეობაზე და ამ პროცესში არსებული თემატიკისა და დინამიკის გაცნობა, ასევე დაინტერესების შემთხვევაში ამ ახალგაზრდების სამომავლოდ ჩართვა და მომზადება დიალოგის პროცესში. მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდების მხრიდან არის მზაობა მიიღონ მონაწილეობა დიალოგის ფორმატში და აგრეთვე მოემზადონ ამ დიალოგისათვის, ხსენებულმა შეხვედრამაც დაადასტურა. იმედს გამოვთვამთ რომ ახლო მომავალში მოხდება ამ ახალგაზრდების ჩართვა დიალოგის პროცესში.

577795_522728981103048_1729125428_n 69263_522729854436294_1592088155_n 166734_522728897769723_300724836_n 313485_522729517769661_1344673307_n 485900_522728647769748_180087801_n 576043_522729601102986_1311662124_n

Advertisements

One thought on “კონფლიქტების მართვა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s