0901800804

ამ პოსტის სახელი ”0901800804” ეს გიორგი ყორღანაშვილის საბანკო ანგარიშის ნომერია, სადაც შეგიძლიან ჩარიცხოთ და დაეხმაროთ ოპერაციის თანხის აგროვებაში.

529012_557188964325739_1386678659_n

მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა მსახიობს, გიორგი ყორღანაშვილს ესაჭიროებაგადაუდებელი ოპერაცია-ძვლის ტვინის გადანერგვა და მკურნალობა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მის დასახმარებლად ტარდება უამრავი საქველმოქმედო აქცია, თუმცა ჯერ-ჯერობით საჭირო თანხის ნახევარიც არაა შეგროვილი. ამიტომ, ქ. გორის #3 საჯაროს სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „მედიატორის’’ წევრებმა გადაწყვიტეს საქველმოქმედო აქციის ჩატარება, რომელიც ორი ეტაპისგან შედგებოდა: პირველ ეტაპზე მშობელთა და პედაგოგთა ჩართულობა, საჭირო ტკბილეულისთვის საჭირო მასალის შეძენა შეგროვება და მეორე, სამშაბათს, 26 მარტს, სკოლის ბუფეტში და სკოლის გვერდით არსებულ სკვერში გამოიყო ადგილი( რისთვისაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და სკოლის დირექციას დიდ მადლობას გადავუხდით), მოეწყო ტკბილეულის და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. იქვე შესაძლებელი იყო სახის მოხატვა და ვარცხნილობის გაკეთება, რომელშიც ჩვენი ხელმარჯვე კლუბის წევრებმა მარიამ მზარეულიშვილმა, მარიამ გოგაძემ და თამარ შაქარაშვილმა დაუღალავად იშრომეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტკბილეული თავად კლუბის წევრმა გოგონებმა მოამზადეს, ხოლო გამოფენა გაყიდვის ორგანიზებაში კი ვაჟები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. შეგროვებული თანხა 535ლ. გადავრიცხეთ გიორგი ყორღანაშვილის ანგარიშზე. უფალს შევთხოვთ მის მალე გამოჯანმრთელებას.

DSC07082

DSC07081  DSC07079

253650_530936656950275_1000751166_n  299168_530933876950553_3381214_n

8005_530939460283328_1319732326_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s