”მიწის სჯული”

კულტურ-საგანმანათლებო ცენტრის და ეროვნულ მართმადიდებლური სტუდია ”გუთანი”- ს და გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის მხარდაჭერით კულტურის სახლში გაიმართა ფილმ ” მიწის სჯულლი”-ს  პრეზენტაცია-ჩვენება.

gutani

სტუდია გუთანი დაარსდა 1996 წელს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის  ლოცვა კურთხევით სტუდია ემსახურება  ქართული ფესვების გაცოცხლებას და აღორძინებას.  სტუდია იკვლევს ძირძველი ქართული სოფლებისა და ეკლესია–მონასტრების ცხოვრებას, ეროვნულ ტრადიციებს, ფოლკლორს,  წეს–ჩვეულებებს,  ქართულ კულტურას, ეროვნულ ღირებულებებს და უზრუნველყოფს ვიდეო პროდუქციის სახით გავრცელებას. -სწორედ ამ სტუდიის მეშვეობით მოხდა დღევანდელდღეს ფილმის ჩვენება.

DSC07437

”მიწის სჯული”-ს გადაღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის  ლოცვა კურთხევით მოხდა, ფილმი შეეხება ემიგრანტებს, რომლებიც ჩვენგან ძალიან შორს აშშ-ში ცხოვრობენ. ფილმი იყო ბევრი ემოციური სცენით დატვირთული და მაყურებელშიც დიდი ემოცია გამოიწვია.

ფილმის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს პროექტის ორგანიზატორებმა და ასევე სხვა მოწვეულმა სტუმრებმაც.

DSC07441

ფილმის შემდეგ ისაუბრა ფილმის  ერთ-ერთმა გმირმა, რომელი  14 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში ამერიკიდან და დაბრუნებას არ აპირებს 🙂

DSC07461

ასევე ისაუბრა მეუფე ანდრიამ, რომელმაც ბრაძანა : ”დიდი მადლობა სტუდია გუთანს რომელიც ასეთი ფრმით უდგას ეკლესიას გვერდით და ვფიქრობ რომ ეს ყველაზე კარგი ფორმა რომ გააცნო საზოგადოებას ერის გასაჭირი და ტკივილი, ფილმში ერთ-ერთი ქალბატონი ბრძანებდა რომ ეს ქვეყანა, ბავშვებზე თქვა : მათი სამშობლო ვერასოდეს ვერ იქნებაო, მგრამ სხვა არის ქვეყანა და სხვა არის სამშობლო, ქვეყანა ისეთი მცნება არის რომლის შენ ხარ მოქალაქე, თუმცა სიტყვა მოქალაქეს სხვანაირად ხმარობენ ჩვენი წინაპრები და ეს ძალიან კარგად მოსწანს ძველ ქართულ ჰაგიოგრაფიაში, როდესაც მოღვაწეობას ამათუიმ მხრიდან სახელი წარმოეჩინ სიწმინდითა და მამულისშვილობით . მოქალაქეობა ეს არის ქვეყნისათვის საქმის კეთება  და საქმისა რომელიც არის ღვთის წინაშე სათნო და ზუსთად ეს დატვირთვა უნდა ჰქონდეს ყველა ქართველის ცხოვრებას ქართველი არ უნდა იყოს მოქალაქე მხოლოდ და მხოლოდ ამ სიტყვის იმ დატვირთვით რომ  ამა თუ იმ ქვეყნის მკვიდრი არამედ ის უნდა იყვეს მოქალაქე ზეცისა და მოქალაქე თავისი სამშობლოსი. ამ ფილმში დავინახე რომ ისინი 24-საათი მუშაობენ, აკეთებენ იმას რასაც არ გააკეთებენ საქართველოში და არ აანალიზებერნ იმას თუ რამხელა ფუფუნებაში ვართ ჩვენ ქვეყანას რომელსაც, სამწუხაროდ 20 წლის მანძილზე მატერიალურ-ღირებული პროდუქტი არ შეუქმნია ექ ვეყანა არსებობს, შეიძლება ეს ინ ადამიანების ხარჯზეცა რომლებიც წავიდნენ და იქიდან არჩენენ ოჯახებს, მაგრამ ეს ქვეყანა ჩვენ გვაცოცხელბ, მინდა რომ საქართველოსადმი მადლიერებსი გრძნობა ჩაისახოს  ყველა აქ მცხოვრების გულში , რომ მადლიერებით ვაკეთოთ ყველა ჩვენი საქმე ისე რომ არავის არსად წასასველი აქედან არ ჰქონდეს და თუ ქავიდა ეს რათქმაუნდა ტრაგედიაა, მაგრამ კატასტროფად არ უნდა იქცეს. საქართველოში იყო ისეთი პერიოდები როდესაც აქედან წასულებს შემოუტანიათ ძალიან დიდი კულტურული მუხტი ისევ საქართველოში, ეს მუხტი იყო ყველა სფოროში და ისევ ჩვენ ვყოფილვართ მოსწავლეების როლში,რადგან მათ შენარჩუნებული ჰქონიათი ისეთი ტრადიციები რომელიც ჩვენში მივიწყებულა კიდეც, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ,რაიმე უნდა გავაკეთოთ რომ ისინი არ  წავიდნენ… ”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s